ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი არასრულწოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სპეციალური კურსის ორგანიზებას იწყებს

14 სექტემბერი 2015

2015 წლის 11 სექტემბერს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზირებული კურსის ტრენერები  და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეხვედრა, სპეციალიზირებული კურსის სასწავლო მოდულის მოდიფიცირებას და კურსის დღის წესრიგის შემუშავებას  ისახავდა მიზნად.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, რომელიც ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან, არასრულწლოვანთა საქმეებს, აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი. შესაბამისად, ადვოკატი, რომელსაც წარმატებით არ ექნება გავლილი სპეციალიზირებული კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ,  ვერ მოემსახურება არასრულწლოვანს.

 

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი ორგანიზებას გაუწევს სპეცილიზირებულ კურსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კურსში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულია ადვოკატთა შესარჩევი კონკურსი. კონკურსისთვის საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2015 წლის, 15 სექტემბერი.

 

კონკურსის წესით შერჩეული ადვოკატები, სპეციალიზირებულ კურსს გაივლიან  უფასოდ.

 

იხილეთ კონკუსრის დეტალები

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი